პროექტების და სამოდელო გაკვეთილების გეგმები

                სამოდელო  გაკვეთილის   გეგმა.
რუსული  ენა–7კლასი.
თემა

,,გაცნობა,,-,,ზღაპრების და მოთხრობების საყვარელი გმირები,,

გრამატიკა:ნაცვალსახელების ნათესაობითი და ბრალდებითი ბრუნვები.
სამიზნე ჯგუფი
7კლასი,   8 მოსწავლე
მნიშვნელობა და აქტუალურობა
მოსწავლეები ისწავლიან გაცნობის ფორმებს ზრაპრების და მოთხრობების გმირების მაგალითზე,გაიმდიდრებენ სიტყვების ლეკსიკურ მარაგს,ისწავლიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვებას,მუშაობას წყვილებში და ჯგუფში.
მასწავლებლის სახელი,გვარი
რიტა კურტანიძე
მიზნები და შედეგები
გაუნვითაროთ მოსწავლეებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები,მივაჩვიოთ  თანამშრომლობას და ურთიერთობას ჯგუფის წევრებთან,ინტერნეთში ინფორმაციის მოპოვების უნარ-ჩვევების განვითარება.
მასალები და ტექნოლოგიები
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პლაკატები,მოსწავლეების  ნახატები,პრეზენტაცია(სლაიდ-შოუ)
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა
მიმარტულება,,ლაპარაკი,,
უცხ.ს.1-23,26--მოსწავლე ღებულობს მონაწილეობას ინტერაქციაში,შეუძლია წარადგინოს საკუთარი თავი და მეგობრები,შეუძლია დასვას კითხვები და უპასუხოს სხვის მიერ დასმულ კითხვებზე.
მიმართულება,,წერა,,
უცხ.ს.1-19,20,21--მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს პატარა ტექსტი,შეავსოს ანკეტა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა,სახელმძღვანელოები,ფერადი ცარცები,კომპიუტრრი,ნახატები,სურათები,თვითსეფასების რუბრიკები.
შეფასება და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან  ორივე მიმართულებით:,,ზეპირი,, და ,,წერა,


ასევე გამოვიყენებთ თვიტშეფასების რუბრიკას
,,ვიცი კარგად,ვიცი საშუალოდ,ვიცი ცუდად,,
მენეჯმენტი და გაკვეთილის მსვლელობა
1.მისალმება. საშინაო დავალების შემოწმება. მოტივაციის ასამაღლებლად გამოვიყენებ,,გონივრულ იერიშს,,
1.გაიხსენეთ,როგორ ესალმებიან  თქვენი საყვარელი გმირები ერთმანეთს?
2.როგორ ესალმებიან უფროსებს?
3.როგორ შეიძლება წარადგინო საკუთარი თავი
გაცნობისას?
2. გაკვეთილის ცენტრალური ნაწილი.
  ვთხოვ მოსწავლეებს წარუდგინონ კლასს და აღწერონ ნახატები,ყველა ნახატს ვამაგრებთ დაფაზე,ისე,რომ გამოგვივიდეს პატარა გამოფენა,რის შემდეგაც მოსწავლეები წარადგენენ ტექსტის ინსცენირებას.შემდგომ ვაჩვენებ ბავშვებს პრეზენტაციას,,საყვარელი წიგნების და ზღაპრების გმირები,,ყველა სლაიდს ვუკეთებ მცირე კომენტარს.ამის შემდეგ ვუხსნი ახალ მასალას:,,ადგილის აღმნიშვნელი წინდებულიანი ბრუნვა,,და აქვე ვთხოვ ბავშვებს შეასრულონ დავალებები ახალ მასალასთან დაკავშირებით-5,6დავ.ნაცვალსახელების გამოყენებით წარუდგინონ კლასს საკუთარი თავი და მეგობარი.

გაკვეთილის დასასრული:1კომენტარებით ვაფასებ  მთლიანი კლასის მუშაობას,მათ აქტიურობას გაკვეთილის მსვლელობისას,საკლასო დავალების შესრულებისას 2.ასევე ვაფასებ ქულებით,რის შემდეგ ვაძლევ საშინაო დავალებას;                                             



Комментариев нет:

Отправить комментарий