სასწავლოკურსის ზოგადი აღწერა:
საგანმანათლებლო დანიშნულება--მოსწავლის აღჭურვა რუსული ენის ბაზისური ცოდნით,რომელიც მას ხელს შეუწყობს თანამედროვე ცხოვრებაში გზის გაკვლევაში,მომავალში დამოუკიდებელი გზის არჩევაში ისე,რომ მან შეძლოს ურთიერთობა სხვადასხვა კულტურული იდენტურობის მქონე ინდივიდებთან.
სასწავლო საგნის მიზანია:
წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან,ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ყოველდღიური ყოფით სიტუაციაში.
საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.
უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი
საერთაშორისო დიპლომების მოპოვების ხელშესაწყობად სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო
სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ დონეებთან და მითითებულია, სწავლების
რომელი საფეხური შეესატყვისება ევროსტანდარტის ამა თუ იმ დონეს.
ბ) უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო
განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და
საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს
თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
·
განუვითარდეს პლურილინგვური
კომპეტენცია;
·
განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ
ენაზე;
·
გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
·
ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს
მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
·
განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების
უნარი;
·
მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის
სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
·
განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური
ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები
სამ კატეგორიად დაიყოფა:
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
·
გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
·
მართლწერისა
და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
·
უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·
ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა;
·
წერის, მოსმენის,
კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
·
სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·
ენობრივი უნარ-ჩვევები;
·
სტრატეგიული
უნარ-ჩვევები;
·
ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა
და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
·
ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
·
ენობრივ-კულტურული
კუთვნილების განცდა;
·
კულტურული გარემოს
თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
·
პოზიტიური დამოკიდებულება
როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს
მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
·
ინტერესი უცხო სამყაროს
მიმართ;
·
უცხოური ენების სწავლის
სურვილი.
გ) უცხოური ენების სწავლების
საფეხურების დახასიათება
უცხოური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აღმზრდელობითი
და საგანმანათლებლო მიზნები
აქვს.
უცხოური ენის სწავლება
დაწყებით საფეხურზე
დაწყებით საფეხურზე
უცხოური ენის სწავლების აღმზრდელობითი მიზანია მოზარდის მომზადება მომდევნო - საბაზო საფეხურზე წარმატებული
სწავლისათვის. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს:
·
მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, მრავალგვარი აზროვნება და
სხვა);
·
დადებითი დამოკიდებულებების
ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ;
·
სასიცოცხლო უნარ-ჩვევების
განვითარება, რომელთაგან სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება,
წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის
მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა.
რაც შეეხება
უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო მიზანს, სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტული
ადგილი უჭირავს უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებასა (მოსმენა-ლაპარაკი) და განსხვავებული
ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენას.
დაწყებით საფეხურზე სწავლების
მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა
უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. სწავლის პროცესში
წარუმატებლობის, მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის სწავლების მეთოდიკამ უნდა
გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებები და გამოიყენოს სწავლების
შესატყვისი ხერხები.
უცხოური ენის სწავლება საბაზო საფეხურზე
საბაზო საფეხური სავალდებულო სწავლების დამამთავრებელი
ციკლია: საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ნაწილი ტოვებს სკოლას
და აქტიურ ცხოვრებაში ერთვება. ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარი აღმზრდელობითი მიზანია
მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება
(ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება,
კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა. . . ).
უცხოური ენის საგანმანათლებლო
მიზანია მოსწავლის აღჭურვა საბაზისო ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში. კერძოდ, ამ ციკლის ბოლოს
მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
·
ზეპირი და წერილობითი
კომუნიკაცია ორ უცხოურ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში;
·
კითხვის, მოსმენის,
ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების გამოყენება;
·
ცოდნის დონის დამოუკიდებლად
ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით (მოსმენა, ლაპარაკი,
კითხვა, წერა, კულტურა);
·
ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ
თუ სოციოკულტურულ კონტექსტებში.
საბაზო საფეხურზე სწავლების მთავარი
ამოცანაა მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების
მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების
მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის უზრუნველსაყოფად სწავლების მეთოდიკაში უნდა
დაინერგოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც გამოავლენს მოსწავლის პოტენციალის თავისებურებებს
(მრავალმხრივი შეფასება).
Комментариев нет:
Отправить комментарий